საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 86-ე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 86-ე შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა დაუდასტურა. ამ კლინიკაში სულ 15 პაციენტი მკურნალობს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი განიკურნა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 იმყოფება, კარანტინში – 4534.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close