მთავარი»საზოგადოება»საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

6
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს.

„დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში პარლამენტის წინ ამ საღამოს განვითარებულ მოვლენებს.

„ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ დღეს ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნიობს თავს. მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ და ყველა შემთხვევაში იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“.

ქართული ოცნების შეფასებით, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებმა ანტიკონსტიტუციური ხასიათი შეიძინა.

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და თავდასხმას პოლიციაზე შესაბამისი შეფასება მოჰყვება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.

გახარიას თქმით, როგორც კი ამის საჭიროება იქნება, მაშინვე გადადგება.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას არ აპირებს. ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი.

საქართველოს პარლამენტთან აქცია დღეს დილით პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, როდესაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

სხდომა ოპოზიციის ხმაურის ფონზე ჩაიშალა. საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. მმართველი გუნდის ოპონენტები ასევე ითხოვენ შს მინისტრის გადადგომას. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა.

წინა პოსტი

ბიძინას ჰგონია, რომ აქცია დაშალა, ახლა იწყება ყველაფერი

შემდეგი პოსტი

სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები გადაჰყავთ