მთავარი»ეკონომიკა»საქართველოში 7 ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდება

საქართველოში 7 ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდება

6
გაზიარებები
Pinterest Google+

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 ძირითად პროდუქტზე იყოს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა არ იყოს ასახული მოქალაქეებზე“, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციებს დაიწყებს. „დაიწყება მუშაობა ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ნაკლებად ცვალებადი ფასები იყოს ამ პროდუქტებთან მიმართებაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

წინა პოსტი

„ჩემი ნება რომ იყოს, ცენტრალურ მოედანზე გაგიყვანდით და სახალხოდ გაგროზგავდით !!!“

შემდეგი პოსტი

იაპონური პრეპარატი ფავიპირავირი კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტიანი აღმოჩნდა