საზოგადოება

საქართველოს სახელით „ოსკარის“ ხუთეულისთვის „შინდისი“ იბრძვის და ძალისხმევა ამ ფილმის პოპულარიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული

მნიშვნელოვანია, არც ერთი ჩვენი ქმედება არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

„ეს ეხება როგორც ფილმის შემქმნელებს, ასევე იმ საზოგადოებას, რომელიც გამოხატავს საკუთარ პროტესტს, ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ჩვენი ქმედება არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოს. გარდა ამისა, მე ჩვენს საზოგადოებას შევახსნებ და მოვუწოდებ, რომ საქართველოს სახელით „ოსკარის“ ხუთეულისთვის იბრძვის „შინდისი“, რომელიც არის ჩვენი გმირების ისტორია და ჩვენი ეროვნული ძალისხმევა სწორედ ამ ფილმის პოპულარიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული“, – განაცხადა ჯაშმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close