პოლიტიკა

საქართველომ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი აღიარა

საქართველომ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აღიარა. აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიკრობლოგ “ტვიტერზე” გააკეთა.

“მას შემდეგ, რაც  ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადება გავაკეთეთ,  საქართველო ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს ცნობს,  მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს  და მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – წერს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, რომ ხუან გუადო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს აშშ-მა, ბრაზილიამ, პერუმ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, კოსტა-რიკამ და გვატემალამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close