Sliderსაზოგადოება

საქართველო – კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ისინი ინფექციურ საავადმყოფოს დღეს დატოვებენ.

„დილის მონაცემებით, ქვეყანაში 90 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ გამოვლენილი ხუთი შემთხვევიდან ჩვენთან არც ერთი არ იმყოფება. გუშინ ჩვენთნ 14 ტესტირება გაკეთდა, ყველას პასუხი იყო უარყოფითი. 2 პაციენტთან განმეორებითი ტესტირება უარყოფითია და ისინი დღეს დატოვებენ კლინიკას, შესაბამისად 18-ს მიაღწევს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, აქედან 17 ჩვენთან გადიოდა მკურნალობას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 16 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 იმყოფება, კარანტინში – 4695.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close