საზოგადოება

საფრანგეთის ელჩმა უფლებას გადაამეტა იმ განცხადებით, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძესთან მიმართებაში გააკეთა

“ვუსმენ ახლა, საფრანგეთის ელჩი შეწუხებული საუბრობს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე და ვერანაირად ვერ ვიხსენებ, რომ ამავე, ან სხვა ქვეყნის ელჩს, გამოეთქვა ასეთი წუხილი ესტონეთში, ლიტვაში თუ დანიაში, იმ დიდი სკანდალის ირგვლივ, რომელიც 2018 წელს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ბანკის “დანსკე ბანკის” ირგვლივ ატყდა. ეს მეტად ცნობილი დანიური ბანკი დადანაშაულდა ფულის გათეთრებაში, რომელშიც ამ ბანკის ბალტიისპირეთის ფილიალები იყო ჩაბმული. ამ სკანდალმა გამოიწვია, რომ ეს ფილიალები ამ ქვეყნებში დაიხურა, ბანკის მმართველი გადადგა, ესტონეთის ფინანსური ინსპექცისი ხელმძღვანელობა გადადგა და საქმის გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცნობილი ბანკი იყო, მასში მოხდა ასეთი ფაქტი…
ის კი არა, ახლა მეორე ცნობილ ბანკზე “შვედ ბანკზეც” წარმოიშვა ასეთივე ეჭვები.
მოკლედ, ბანკებში ხდება ასეთი რამეები და სხვა ქვეყნის ელჩებს, ნამდვილად ურჩევნიათ ასეთი მაგალითები გაიხსენონ და ჯერ გამოძიების შედეგებს დაელოდნონ, სანამ ასეთ განცხადებებს გააკეთებენ….
განცხადებებს, რომელსაც, ალბათ, თავიანთი ქვეყნის რეგიონებს რომ შეეხებოდეს სიტუაცია, არ გააკეთებდნენ, რადგან არ აქვთ ამის უფლება, ჩაერიონს ასე სხვის საქმეებში. არაფერს ვამბობ მის უსუსურ არგუმენტზე – პროფესიონალები არიანო და ამას ალბათ არ იზამდნენო” – წერს ფეისბუქზე ზაზა წერეთელი.
შეგახსენებთ: “მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც პროფესიონალ ბიზნესმენებად არიან აღიარებულნი. ისინი ლონდონში დირექტორთა საბჭომ აირჩია თიბისი ჯგუფის თავმჯდომარეებად. რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა ხდება სასამართლოში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ შეინარჩუნოს იმიჯი, როგორც დემოკრატიულმა  ქვეყანამ, სადაც სამართლებრივი დავის წარმოება პოლიტიკური მოტივაციის გარეშე ხდება. იმედი მაქვს, ეს ღირებულებები დაცული იქნება. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ბევრჯერ მომისმენია მთავრობის, მინისტრებისა და პრემიერის მხრიდან, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია. ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები მთავრობას, კონსორციუმსა და კრედიტორებს შორის მშვიდად და პროფესიონალურად გაგრძელდება, იმისთვის, რომ პროექტი განხორციელდეს” – განაცხადა პასკალ მენიემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close