ეკონომიკა

საპენსიო ფონდში უკვე 60 მლნ ლარზე მეტი თანხა შეგროვდა

21 თებერვლის მონაცემებით, საპენსიო ფონდში 60 მლნ ლარზე მეტი თანხაა მობილიზებული.

ამის შესახებ bm.ge-ის საპენსიო სააგენტოში განუცხადეს.

როგორც ცნობილია, 60 მლნ-დან სარგებელი იმ თანხას ერიცხება, რომელიც კომერციულ ბანკებში პროცენტიან ანგარიშზე დევს, ხოლო თანხის ნაწილს ანუ სახელმწიფო სტრუქტურებისა და იქ დასაქმებული ადამიანების საპენსიო შენატანებს სარგებელი არ ერიცხება, რადგან ის ხაზინის ანგარიშზე ირიცხება; თუმცა როგორც სააგენტოში განმარტავენ, სარგებელი, რომელიც ბანკებში არსებულ დანაზოგებს ერიცხება, საპენსიო სისტემაში ჩართულ ყველა დასაქმებულზე გადანაწილდება.

სააგენტოს ინფორმაციითვე, დაგროვებით საპენსიო სისტემაში უკვე 500,000 ათასი დასაქმებულის საპენსიო ანგარიშია გახსნილი.

საპენსიო სააგენტოს პროგნოზით, წლის ბოლომდე აღნიშნული მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 650,000-700,000-მდე გაიზრდება.

ამ დროისთვის სისტემაში 41,000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული.

შეგახსენებთ: დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. საინვესტიციო საბჭო, რომელმაც ფონდში აკუმულირებული თანხები უნდა მართოს, ჯერჯერობით, დაკომპლექტებული არაა, შესაბამისად, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი არ არსებობს.

წყარო: bm.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close