Slider

„სანამ ომია, ვინც არ იდგება სახელმწიფოს მოქმედი ხელისუფლების გვერდით, მათ პოზიციებს ვერ გავიზიარებ“

საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ანალიტიკოსი სამხედრო–პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე  საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ვეთანხმები სოფ. ჩორჩანასთან საგუშაგოს მოწყობას. ადრეც შეიძლებოდა, თუმცა…
ადრე-თქო როცა ვწერ, ომის შემდგომ პერიოდსაც ეხება, რადგან ადამიანთა გატაცებები 2008 წლიდან ხდება, 2008-ში მცირედით, 2009 წლიდან კი მააშტაბურად.
მეტიც, ოკუპირებული ტერიტორიის მშვიდობიანი, ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისგან შემოფარგვლის მომხრე ისევ ვარ, რასაც წლებია ვწერ.
აფორიაქთებიან საოკუპაციო ზოლის იქეთ მხარეს და დაშოშმინდებიან.
მთავარია აქედან სიმშვიდე.
რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ სადაა სოფელი და სად გადის სამაჩაბლოს ადმინისტრაციული საზღვარი.
რაც შეეხება გიგუტიანთკარს, იქ ადმინისტრაციული საზღვარი ზუსტად სოფელზე, მისი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილზე გადის, დაახლოებით 200-400 მეტრი იქეთ რჩება.
ვინც ამ დღეებში პოპულისტობდა, უკეთესი იქნებოდა, როცა 2006 წელს სამხრეთ ოსეთი აღადგინეთ და ახალგორიც მიაკუთვნეთ, ის მაინც გაგეკეთებინათ, რომ დაგეზუსტებინათ ადმიმისტრაციული საზღვრები ისე, რომ დასახლებულ პუნქტებზე, სასაფლაოებზე და სალოცავებზე არ გაევლო.
შეგნებულად არ ვდებ რუკას. გუგლის რუკის საძიებოში შეიყვანეთ გუგუტიანთკარი და ამოაგდებს. შავი პუნქტირით კი ადმინსაზღვარია. დააკვირდით სად გადის.
პასუხი არავის არაფერზე უგია გაუმართლებელი გადაწყვეტილებების და ქმედებების გამო და ახლა მაინც შეეშვით ხალხის გაღიზიანებას.
მოიგონეთ ტერმინი “მცოცავი ოკუპაცია” იმ მიზნით, რომ თუ წინა ხელისუფლებამ დაკარგა ტერიტორიები, ეს ხელისუფლებაც კარგავს.
ამ კინკლაობაში კი წლები გადის და სახელმწიფო ინტერესები ეწირება.
სხვათაშორის, გაყევით გუგლში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარს და ბევრ პრობლემურ მონაკვეთს იპოვით. როცა იქ მიადგებიან, მერე დაიწყებთ ისევ “რას გვიშვება ეს მთავრობა”-ს.
IPN-თან ინტერვიუში ვთქვი და ვიმეორებ, ომი არ დასრულებულა, მანამ სანამ 2008 წლის ომის შედეგად შეწყდა სამშვიდობო პროცესი და ტერიტორიები ოკუპირებულია, სანამ რუსეთი არ გაიწვევს ჩვენი რეგიონების აღიარებას და არ აღდგება სამშვიდობო მოლაპარაკებები.
სანამ ომია, ვინც არ იდგება სახელმწიფოს მოქმედი ხელისუფლების (ომის დროს იმ ხელისიფლების, დღეს ამ ხელისუფლების, ამ ხელისუფლების შემდეგ შემდგომის) გვერდით, მათ პოზიციებს ვერ გავიზიარებ.
ყველა აქტივობა საოკუპაციო ზოლთან უნდა ხდებოდეს მხოლოდ სახელმწიფოს სახელით!
დეოკუოაციის საკითხში ყველანი უნდა ვიდგეთ ერთ მუშტად!
თუ გვსურს შედეგის მიღწევა, ასეა და არა სხვაგვარად!“ – წერს ამირან სალუქვაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close