მთავარი»Slider»სამი მიზანი, რომელიც ამოძრავებდა გიორგი გაბუნიას

სამი მიზანი, რომელიც ამოძრავებდა გიორგი გაბუნიას

17
გაზიარებები
Pinterest Google+

“გიორგი გაბუნიას ქმედება არის ცრუ პატრიოტიზმზე დაყრდნობილი პროვოკაციული, იურიდიულ ენაზე კლასიკური ხულიგნური ქმედება, რომელსაც რამდენიმე მიზანი აქვს:
1. ხელისუფლების პროვოცირება. თუ ხულიგნობის გამო, რაც დასჯადია, პასუხს მოსთხოვენ, თუნდაც დაჯარიმებით, პუტინის დაცვას დააბრალებენ;
2. შიდაპოლიტიკური ვითარების მეტად დაძაბვა, რადგან ხალხში უკვე გამოიწვია სერიოზული რეაქცია, არა პუტინის დაცვის, არამედ შესაძლო საფრთხეების გამო რუსეთის მხრიდან;
3. რუსეთთან ვითარების ესკალაცია, რასაც მოჰყვება კიდევ უფრო მეტი სანქციები ან უარესი. არ მგონია ამას ვერ ათვითცნობიერებდეთ.

როცა აშშ-ს დაზვერვა რუსეთის საქართველოში შესაძლო შემოჭრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, მსგავსი გამოწვევები ქვეყნის რეიტინგული არხიდან შესაძლოა სახელმწიფოსთვის საფრთხედ იქცეს.

თუ ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებთ, პასუხი ყველას მოეთხოვება, ხელისუფლებასაც, უმოქმედობისთვის და სხვებსაც პროვოცირებისთვის.

ეს ქვეყანა მხოლოდ თქვენი არაა!

ხელისუფლების და მათი ოპონენტების ბრძოლა სახიფათო ზღვარს აღწევს” – ასე ეხმაურება  ექსპერტი ამირან სალუქვაძე გიორგი გაბუნიას დღევანდელ ეთერს, რა დროსაც გაბუნიამ პუტინს უშვერი სიტყვებით აგინა.

წინა პოსტი

„მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!“

შემდეგი პოსტი

ნოდარ მელაძე გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ