საზოგადოება

“სამეფო ტახტის” სეკვესტრი: 2 მინისტრის და 9 მოადგილის ნაცვლად 1 და 4 მივიღეთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ორი გაერთიანებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაყოფას გამორიცხავს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა სამთავრობო ცვლილებამ გაამართლა.

როგორც მინისტრის მოადგილემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დაზოგილია ყველა რესურსი და კოორდინაციას გაუმჯობესდა.

„ნებისმიერ აზრს არსზებობის უფლება აქვს. ადამიანები შეიძლება მსჯელობდნენ ამ საკითხზე და მათ წარმოსახვაში, შესაძლოა, გაერთიანებამ არ გაამართლა. თუმცა, ჩვენთვის, ვინც ამ სამინისტროში ვმუშაობთ, ძალიან ცალსახად ჩანს, რომ სამინისტროს შერწყმამ გაამართლა და თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი, მოგვცა,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ „მედიაცენტრ მთავარში“.

„მთავარის“ კითხვას, გამართლებაში რა იგულისხმება და 2 სამინისტროს ცალ-ცალკე ფუნქციონირება ხომ არ განიხილება, როგორც ამას არასამთავრობოები და პარლამენტართა ნაწილი ითხოვს, გიორგი ხანიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „გამართლებაა ის, რომ დაიზოგა საბიუჯეტო თანხები და ეს გამოთავისუფლებული თანხა, ისევ და ისევ, გარემოსდაცვით და სოფლის მეორნეობის ღონისძიებებს მოხმარდა. გაუმჯობესდა კოორდინაცია ერთმანეთთან და დონორებთან, არადა მრავალმხრივი გადაკვეთა გვქონდა. 2 სამინისტროს ჰყავდა 2 მინისტრი და 9 მოადგილე, ერთ სამინისტროს კი ჰყავს 1 მინისტრი და 4 მოადგილე. ამ შერწყმამ საკადრო, ფინანსური თუ ადმინისტრაციული კუთხით დადებითი შედეგი მოგვცა. ამით ყველა კმაყოფილია და რატომ შეიძლება ითქვას, რომ არ გაამართლა. ამ კოორდინაციამ ძალიან კარგი შედეგები მოგვცა და ეს არის სამთავრობო პოლიტიკის სწორი შედეგი“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close