Uncategorized

სამედიცინო ნიღაბი – 2020 წლის ყველაზე მოდური აქსესუარი

რამდენიმე თვეა ახალი კორონავირუსის გავრცელებას მთელი მსოფლიო შიშით ადევნებს თვალს, თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს შემოქმედებითი რეალიზაციის საშუალებად იქცა. ცნობილი დიზაინერები თუ უბრალო მკერავები ცდილობენ ადამიანებს სტრესული გარემო გაულამაზონ და ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბისგან მოდური აქსესუარი შექმნან.  მსოფლიოს წამყვანმა მოდის სახლებმა და დიზაინერებმა პირბადეებისა და ხელთათმანების წარმოება დაიწყეს.

სწორედ ნიღაბზე იქნა გაკეთებული აქცენტი წინა კვირას, ლონდონში ჩატარებული მოდის კვირეულზე.
სამედიცინო ნიღბების ფართო აქსესუარი წარმოადგინეს იტალიურმა ბრენდებმა Off-White, Marcelo Burlon County Of Milan და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ბრენდული ნიღბების ფასი საკმაოდ მაღალი იყო და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გახლდათ.
მოდის კვირეული ჩინელი დიზაინერის იუჰან ვანგის მოდელებმა გახსნეს, თუმცა ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ჩვენებას ჩინელი მყიდველი არ დასწრებია.
ზოგიერთმა დიზაინერმა აღიარა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ შეძლო საკუთარი კოლექცია ისე ეჩვენებინა, როგორც თავდაპირველად ჰქონდა ჩაფიქრებული. მაგალითად, მოდის კვირეულზე არ მოხერხდა ჩინური ხელით ნამუშევარი პროდუქციის ჩვენება, რადგან ამ ქვეყანაში ფაბრიკები დაიხურა და საჰაერო სივრცე დაიკეტა.

Маска на неделе моды. /Фото:Rex Features
მოდის ბრიტანელმა ექსპერტმა კეროლაინ რაშმა განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დახურვის გამო, მოდის კვირეულზე ვერ ჩამოვიდა ერთ-ერთი ცნობილი აზიელი დიზაინერი. პანდემიასთან დაკავშირებული ტრანსპორტის პრობლემების გამო, მოდის კვირეულის მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებული იყო, რაც სავარაუდოდ, სერიოზულ გავლენას მოახდენს მოდის ინდუსტრიაზე.

Трендом сезона в Европе стали маски. /Фото:elle.ua
მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ ცნობილმა ცნობილი დიზაინერების იდეით შთაგონებულმა ადამიანებმა სოციალურ ქსელებში გამოფინეს საკუთარი დიზაინით შექმნილი ორიგინალური ნიღბები.

აფრიკელი ტელეწამყვანი და მსახიობი ფოლი სტრომსი Africa Magic Viewers ‘ Choice Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ძვირფასი ქვებით გაფორმებული, ულამაზესი ნიღბით გამოცხადდა, სახლში დაბრუნების შემდეგ კი ინტრაგრამში დაწერა:

Фолу Стормс надела маску на вручение премии, но её поступок не восприняли серьезно. /Фото: страница ведущей в Instagram

„სინამდვილეში, არავინ მიაქცია ყურადღება ჩემს მოწოდებებს სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ, ამიტომ დღეიდან თავს ვარიდებ საჯარო შეკრებებს. ზეიმი დასრულდა და სახლში ვრჩები. დაიბანეთ ხშირად ხელები და სახეს ნუ შეეხებით“.

Фото в Instagram.

49 წლის ნაომი კემბელმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გაავრცელა, სადაც ასახულია თუ როგორ ებრძვის იგი ახალ კორონავირუსს. მოდელი სპეციალური დამცავი აღჭირვილობით გადაადგილდება. კემპბელის გამომწერები კომენტარებში წერენ, რომ მისი ეს საქციელი ერთგვარი მოწოდებაც არის იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ადამიანები თავიანთ ჯანმრთებას.


სამედიცინო ნიღბების თემა აქტუალური იყო პარიზმის მოდის კვირეულზეც. დიზაინერებმა მსოფლიოს ამჟამინდელი პრობლემის გამოძახილით სამოსს პირბადეებიც შეუხამეს და უამრავი საინტერესო და განსხვავებული დიზაინის პირბადე წარმოადგინეს.

Маска как чаcть модного образа. /Фото @elvyradesign в Instagram.
უბრალო ადამიანებმა ძალიან მალე გააცნობიერეს, რომ სამედიცინო ნიღბის ტარება სამარცხვინო არ არის და მშიშრობაზე არ მიანიშნებს. ნიღაბი გახლავთ პასუხისმგებლობის დამონსტრირება საკუთარი თავისა და გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ და სურვილის შემთხვევაში, ის შეიძლება ძალიან მოდური და ლამაზიც იყოს.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ნიღბის ტარება დისკომფორტის მიუხედავად, სასარგებლოა, რადგან ადამიანი თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს, ოპტიმისტური განწყობა კი მის იმუნურ სისტემას აძლიერებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close