საზოგადოება

„სახელმწიფო და პერსონალი მზად არის კორონავირუსის მართვისთვის“ – ეკატერინე ტიკარაძე

თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ – შეგვიძლია ამ მოქალაქეების იზოლირება და შესაბამისი პროტოკოლით მართვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინა ტიკარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო და პერსონალი მზად არის კორონავირუსის მართვისთვის.

რაც შეეხება ვაქცინებს, მისი თქმით, ვაქცინა მსოფლიოში და შესაბამისად, არც საქართველოში არ არსებობს.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ, თუ ასეთის მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა. ჩვენ შეგვიძლია ამ მოქალაქეების იზოლირება და შესაბამისი პროტოკოლით მართვა, ვინაიდან ჩვენი პერსონალიც და ასევე სახელმწიფოც მზად არის ამ დაავადების მართვისთვის. სახელმწიფომ დამატებით, ერთი კვირის მანძილზე მოახდინა სრული აღწერა საქართველოს მასშტაბით ყველა იმ ბოქსირებული პალატის, რომელიც ქვეყანაში დღემდე იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, მოხდა მათი ხარისხობრივი გადახედვა, ჩვენ გავამკაცრეთ რეგულაციები ამ კუთხითაც და ამ ეტაპისთვის გამოყოფილი გვაქვს თბილისის ინფექციური საავადმყოფო.

რაც შეეხება ვაქცინას, ვაქცინა კორონავირუსთან მიმართებაში არ არსებობს მსოფლიოში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქართველოშიც ეს ვაქცინა არ გაგვაჩნია. არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლი და ამ პროტოკოლის მიხედვით მოხდება ამ დაავადების მართვა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close