საზოგადოება

სახალხო დამცველმა განცხადების გაკეთებამდე სამთავრობო სტრუქტურებთან გაიაროს კონსულტაციები – ამირან სალუქვაძე

მაქსიმალურად დავიცვათ მთავრობის მოწოდებები, შევეშვათ ტბებზე და სხვა ადგილებზე მასობრივ დასვენებებს – ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მოსახლეობას მთავრობის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„ახლა ლელო ითხოვს სრული კარანტინის გამოცხადებას. სოცქსელშიც ბევრი წერს.
მოდით, მხოლოდ ბანკები დავტოვოთ, სესხის ასაღებად და მარკეტები, სესხის დასახარჯად?!

თუ ვინმე ფიქრობს, რომ რომელიმე სახელმწიფოს იმის უნარი აქვს მთელი ქვეყნის იზოლირება მოახდინოს, გეშლებათ.

ჩინეთის მაგალითი მოჰყავთ. 1,5 მილიარდიანმა თურქეთმა, 30-40 მილიონიანი რეგეიონის იზოლირება მოახდინა.

თქვენ წარმოგიდგენიათ თუნდაც თბილისის იზოლირებას რა ძალები დასჭირდება? ყველა დასახლებული პუნქტის იზოლირება? იზოლირების გარდა სხვა სამუშაოებსაც ითვალისწინებს კარანტინი.

მზად ვიქნებით ყველა ვეტერანი ნებისმიერი ფორმით ჩავერთოთ, თუ სახელმწიფოს დასჭირდა, მაგრამ ჩვენი ძალებიც არ ეყოფა.

თუ არ გესმით კარანტინის არსი, მაშინ ნუ აკეთებთ განცხადებებს და ნუ ახდენთ მთავრობაზე ზეწოლას. მიყვებიან გეგმაზომიერად. საჭირო იქნება, გააჩერებენ ყველაფერს.

თქვენ როგორც გესმით კარანტინი, ისედაც კარანტინში ვართ: პერიმეტრზე მესაზღვრეები დგანან, მიმოსვლა შეჩერებულია, შიდა სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, საწარმოების დიდი ნაწილი დაიხურა, ყველა, ვისაც შეეხო, სახლში ვზივართ და ა.შ.

დადგება საჭიროება და მთავრობა გაამკაცრებს თვითიზოლირების კონტროლს. არსებობს ამის საშუალებებიც და პრაქტიკაც.

ამიტომ, უკეთესი იქნება ყველა ჩავერთოთ ახსნა-განმარტებით მოძრაობაში, რათა მაქსიმალურად დავიცვათ მთავრობის მოწოდებები, შევეშვათ ტბებზე და სხვა ადგილებზე მასობრივ დასვენებებს.

ადრე დავწერე და გავიმეორებ, მნიშვნელოვანია 2-კვირიან საინკუბაციო პერიოდში მინიმალური კონტაქტი, კონტაქტების დამახსოვრება და, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, დავრჩეთ სახლში. 2 კვირაში გვექნება სრული სურათი.

კიდევ ერთი, ხალხის დაპანიკებას შეეშვით. ვინც პანიკას სთესავდა, მიხვდნენ ხალხის რეაქციას და ამჟამად პანიკას იმით ამართლებენ, რომ ვირუსის საწინააღმდეგოდ პანიკა სიმშვიდეზე ეფექტიანიაო.

სახალხო დამცველი როცა განცხადებას აკეთებს რომ საკარანტინო ზონაში ხალხს აქვს გადაადგილების უფლება, ჯერ სამთავრობო სტრუქტურებთან გაიაროს კონსულტაციები. იქნებ მარნეულში ბრძანება გაიცეს საცხოვრებელი ადგილები არავინ დატოვოს, თქვენ აქედან როგორ აძლევთ ნებართვას?

შემდეგ პოსტში კიდევ დავწერ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე. არ ესმით დამსაქმებლებს“ – წერს ამირან სალუქვაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close