საზოგადოება

საირმის საკარანტინო ზონა ინკუბაციური პერიოდის გასვლის გამო 30-მა ადამიანმა დატოვა

იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის მანძილზე თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში რეგიონში 403 პირია და მიმდინარეობს მეთვალყურეობა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, საჩხერეში 52 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმის კარანტინი ინკუბაციური პერიოდის გასვლის გამო 30-მა მოქალაქემ დატოვა.ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 186 მოქალაქე, „წყალტუბო პლაზაში“ – 92, წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმში კი 75 ადამიანია.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 იმყოფება, კარანტინში – 4695.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close