Sliderეკონომიკა

“საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით საქართველომ შესაძლოა, 100 მლნ ლარი დაკარგოს”

“ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით საქართველომ შესაძლოა, დაახლოებით 70 მილიონ აშშ დოლარს დაკარგოს” – ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია წერს.

„კორონა ვირუსი გვიტევს?!

ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას უკვე ირანიდან ფრენების აკრძალვა მოჰყვა. თუ ვირუსი უახლოეს თვეებში კონტროლს არ დაექვემდებარა შესაძლოა გაიზარდოს ჩაკეტილი ქვეყნების და შესაბამისად მიუღებელი შემოსავლის მოცულობაც.

კერძოდ, მომდევნო მაგალითად 4 თვეში თუ საკითხი არ დასტაბილურდა:

– მხოლოდ ჩინეთიდან პირდაპირი საჰაერო ფრენების აკრძალვით, წინა წლის ანალოგს თუ დავეყრდნობით (პოტენციური ზრდის დინამიკის გარეშე), შესაძლოა დავკარგოთ დაახლოებით 13-14 ათასი ვიზიტორი, რაც ფინანსურ გამოსახულებაში თითო ჩინელი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული 2253 ლარის გათვალისწინებით, დაახლოებით 30 მილიონს უდრის.

– იგივე პირობით ირანთან მიმართებაში საქართველომ მომდევნო 4 თვის განამავლობაში მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით შესაძლოა 26-27 ათაში ვიზიტორი დაკარგოს, რაც ამ კატეგორიის ვიზიტორების საშუალო ხარჯის 2715 ლარის გათვალისწინებით, დამატებით დაახლოებით 70 მილიონის დანაკლის ნიშნავს.

==============
ჯამში, მხოლოდ ჩინეთის და ირანის, მხოლოდ 4 თვის და მხოლოდ საჰაერო გზით დაბლოკვის შემთხვევაში, საქართველო ტურიზმიდან ვერ მიიღებს მოსალოდნელ 100 მილიონ ლარს.

ერთი შეხედვით ეს 100 მილიონი არც ისე ბევრია, თუმცა თუ 4 თვის შემოსავლებთან მიმართებაში შევხედავთ წინა წლის ანალოგების გამოყენებით, ტურიზმის სექტორში ეს შემოსავლების დაახლოებით 10%-იან კლებას ნიშნავს, მთლიანად ეკონომიკისთვის კი ტვირთი რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად დაბალია.

სამწუხაროდ ეს არის ფასი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიღოს, მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენისთვის.იმედს ვიტოვებ ამ სიას არ შეემატება იტალიაც და ისინი ამ პრობლემას ოპერატიულად მოაგვარებენ, ან/და ირანის და საქართველოს რომელიმე საზიარო მეზობელი ქვეყანაც… ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო ფრენების შეზღუდვაც რისკ მთლიანად არ აგვარებს, მოკლედ საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ…“ – წერს ჭარაია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close