მთავარი»სამართალი»საგარეჯოში 67 წლის კაცმა ახლობელი მოკლა და თავი მოიკლა

საგარეჯოში 67 წლის კაცმა ახლობელი მოკლა და თავი მოიკლა

7
გაზიარებები
Pinterest Google+

ცოტა ხნის წინ საგარეჯოს ცენტრში 67 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მანამდე კი მან მისი ახლობელი, 70 წლის მამაკაცი მოკლა. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

მოკლული მამაკაცი საგარეჯოში ხორცის რეალიზაციით იყო დაკავებული. ადგილობრივების გადმოცემით, შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი კონფლიქტი, რომელიც მალე ორმაგი ტრაგედიით დასრულდა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

წინა პოსტი

ნათია ლაზაშვილის ქმარმა სამსახური მეუღლის ტელევიზიაში დაბრუნების გამო დატოვა

შემდეგი პოსტი

„ტრამპი ნიუ-იორკში ჩემთან ერთად დადიოდა ქუჩებში, ყველგან ამბობდა მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია“