საზოგადოება

„საძაგლიშვილი დამნაშავე არ არის, ბავშვი შეიძლება ქუჩაში ძაღლმა დააზარალოს, ძაღლს მოვთხოვთ პასუხს?”- ადვოკატი

 

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი ალექსანდრე გაბუნია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანა არ ჰქონია და მისი ქმედება არ არის დანაშაული.”თამარ საძაგლიშვილი იყო პეკინზე და ათვალიერებდა მაღაზიებს. მას დანა არ ჰქონია. მისი ფსიქიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება არ ახსოვს, რომ დანა ჰქონდა. საძაგლიშვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები და ეს ქმედება კანონით დასჯადი არ არის. ბავშვი დაზარალებულია, მაგრამ ბავშვი ასევე შეიძლება დააზარალოს ქუჩაში ძაღლმა, ამ შემთხვევაში ძაღლს მოვთხოვთ პასუხს?” – აცხადებს თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close