მთავარი»საზოგადოება»სააკაშვილმა დათა ახალაია როგორც იქნა გაიხსენა

სააკაშვილმა დათა ახალაია როგორც იქნა გაიხსენა

6
გაზიარებები
Pinterest Google+

“ასევე, ოსამა ბინ ლადენის სული შენიშნეს კონგრესთა დარბაზში,ეს ჩაპო გუზმანიკოკაინს ყიდდა იქვე და ბოკა ჰარამის ტერორისტთა ჯგუფმა მძევლად აიყვანა რობერტო მავანი”, – ასე გამოეხმაურა ფეისბუქში მიხეილ სააკაშვილი დათა ახალაიას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც იქნა – მიჰამ დათა გაიხსენა, იცნო!

არადა, სულ ცოტა ხნის წინ, როცა მიჰა დათაზე ამბობდა: “დათა ახალაია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ვარდების რევოლუციის შემდეგ არ ყოფილა. მე არა მხოლოდ არ მქონია კომუნიკაცია მასთან ბოლო პერიოდში, არამედ ის საერთოდ 2-3-ჯერ შეიძლება მყავდეს ნანახი 2003 წლის შემდეგ”, მაგრამ მაშინ ბელადი გაბრაზებული იყო დათაზე, ამიტომ: “„ადამიანები მიდიან და მოდიან. ეს მომხდარა და მომავალშიც მოხდება. დღეს პარტიაში განახლების პროცესია“.

ამონარიდი 2013 წლის აპრილში გავრცელებული ინფორმაციიდან: ”

წერილში, რომელიც დათა ახალაიას სახელით 15 აპრილს საღამოს ფეისბუკით გავრცელდა, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი მერაბიშვილს უწოდებს „საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავეს“ და ადანაშაულებს მისი ძმის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლაფანყურის ავანტიურის დაგეგმვაში, ციხეში პატიმართა წამების კადრების შექმნასა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ გატანაში და იაღლუჯის პოლიგონზე ჯარისკაცებისადმი ძალადობის ორგანიზებაში. დათა ახალაიას ადვოკატმა  ირაკლი ზაქარეიშვილმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ 15 აპრილს გავრცელებული წერილი მართლაც ახალაიას ეკუთვნის. თავის მხრივ, ვანო მერაბიშვილმა დათა ახალაიას ბრალდებებს „საფუძველს მოკლებული ბოდვა“ უწოდა”.

წინა პოსტი

რომის პაპი სკოლებში სექსუალური განათლების შემოღებას ითხოვს

შემდეგი პოსტი

დარეჯან ცქვიტარია - რაც არ უნდა მოითხოვოს მიშამ, ყველაფერს გავაკეთებთ