საზოგადოება

„სააკაშვილის დაბრუნება თურქეთის დიდ პოლიტიკურ ინტერესებშიც შედის და ეს არ არის სახუმარო თემა..“

სოციალური ქსელის მომხმარებელი მანჩო გიორგობიანი ფეისბუქში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ბევრ სხვა რამესთან ერთად…
ეს მუდმივი აქციები და ჩავარდნილი ტურისტული სეზონები, მოსახლეობის ზარალი, ვალუტის კურსის ზრდა, პროდუქტების გაძვირება საქართველოში , ვის აწყობს კიდევ? რუსეთს და თურქეთს.. რატომ და რუსეთს უნდა ყირიმში დაიხარჯოს ის მილიარდები, რაც საქართველოს ზღვის კურორტებზე დაიხარჯა ბოლო წლებში, თუნდაც რუსების მიერ , ან სხვა პოსტ-საბჭოელების , ხოლო თურქეთს საკუთარი კურორტები ადარდებს და მასზე მოკლებული მილიარდები… ორივე სახელმწიფო იმაზე ფიქრობს, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ხალხმა რატომ უნდა იყიდოს უძრავი ქონება საქართველოს ზღვისპირეთში, მილიარდები რატომ უნდა ხარჯონ მუდმივად აქ . თუნდაც სასტუმრო-მგზავრობა-ჭამა-სმაში?!.. თუ ჩემი არ გჯერათ, გადახედეთ ამ სეგმენტის ხარჯვით ნაწილს, (მხოლოდ რუსმა ტურისტებმა დახარჯეს 700 მილიონი 2018 წელს და ცალკე რამდენი ბინა იყიდეს, რამდენი მილიარდის, ეს დათვალა ვინმემ? არა.. ) ზოგადად, გადათვალეთ და მიხვდებით , რაზეც ვლაპარაკობ და რომ ეს არ არის ჩემი მოგონილი თანხები…
ერდოღანი, თურქული პამიდორი არ აკრძალოო, ამაზე ეახლა პუტინს და თქვენ წარმოიდგინეთ, აჭარის განვითარებით რომ თურქეთის შავიზღვისპირეთს აკლდება, ამაზე რა ემართება?!.

ამაზე მნიშვნელოვანი კი, თურქეთისთვის, მთავარი ბოროტება -“ეროვნული აღთქმა” და მისკენ სწრაფვის დამუხრუჭებაა, რაზეც დღემდე გამოიყოფა თურქეთის ბიუჯეტიდან თანხები , აჭარისთვის – ეკონომიკური და კულტურული ექსპანსიისთვის – უკვე სულმოთქმულ, შემოსავლიან, შეძლებულ აჭარელებში რთული გასატარებელია ის პოლიტიკა, რაც 90-იანებში დაიწყეს და მიhას დროს გაიჯეჯილეს … ღარიბ-ღატაკებს თავის ჭკუაზე ატრიალებდნენ… მით უმეტეს, კიდევ ერთი პრობლემა შეექმნათ, რაც სააკაშვილი წავიდა, ათასობით თურქს აღარ აძლევენ მოქალაქეობას და ვეღარც “ბიზნეს-ინვესტიციებს” ახორციელებენ ქართველებისთვის და საქართველოსთვის კაბალურ პირობებში… ამას ვერ აკეთებდნენ ასლანის დროს და 2012-ის მერე, ამიტომ სააკაშვილის დაბრუნება თურქეთის დიიდ პოლიტიკურ ინტერესებშიც შედის, ჩემი აზრით და ეს არ არის სახუმარო თემა..

p.s. სააკაშვილის საომარ ყიჟინაში ტურისტული ბიზნესი არ ვითარდებოდა . წელიწადში მაქსიმუმ 150-300- ან 500 ათასი ტურისტ-ტრანზიტიანად ჩამოსულიყო ..
ხოლო დღეისთვის, საქართველო, მსოფლიოში მესამე ადგილზეა ტურიზმის განვითარების მხრივ, 20-25%-ით დამსვენებლების ყოველწლიური მატებით , მაგალითად 2018-ში გვყავდა 5,5 მილიონამდე ტურისტი , ტრანზიტიანად – დაახლოებით 8 მილიონი , რომლებმაც საქართველოში დახარჯეს 3,2 მილიარდი (სამი მილიარდ ორასი მილიონი) ხოლო რამდენი მილიარდის უძრავი ქონება შეისყიდეს და რამდენი ინვესტიცია გახორციელდა ტურისტულ ბიზნესში, ეს ცალკე დასათვლელია..
(ქონების შესყიდვით მხოლოდ ბინადრობის უფლების მიღება ხდება, მოქალაქეობის აღარ)

აი, ეს აურზაური -ბაკქანალია, ტურისტული უბნების პარალიზება , სხვადასხვა ქალაქებშიც გადაინაცვლეს ახლა, ეს ყველაფერი მხოლოდ მტრების წისქვილზე ასხამს წყალს და რუსეთ-თურქეთის ზრახვებსაც აძლევს ხელს … ამ კარასინსაც, თითქოს დაუკვეთეს, ახლა რომ მოუნდა ცეცხლზე ნავთის დასხმა -კულტურის ცენტრიო?! იმის არ იყოს, გავრილოვმა რომ პირველმა მიულოცა გახარიას,.
ამ დროს, სწორედ “ანტისაოკუპაციო ოპოზიცია” უმტკიცებს ერთგულებას რუსეთს და პირველებმა სტყორცნეს დესპანი “მოლაპარაკებებზე” , დარწმუნებული ვარ, 2003 წლის “ივანოვის სუტკას” ეხვეწებიან და უთანხმებენ..

მოსახვევში არ მოსრიალდეთ, სანამ ხელისუფლებაში მობრუნებას მოახერხებთ…

პროპორციული და ანტისაოკუპაციო არა იხვი! თქვენი გამყიდველი…“ – წერს მანჩო გიორგობიანი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close