საზოგადოება

რუსთავში მე-6 კლასის მოსწავლემ პედაგოგი კიბიდან დააგორა – ქალმა ტვინის შერყევა მიიღო

ინციდენტი მოხდა რუსთავის #5 საჯარო სკოლაში. არსებული ინფორმაციით, მე-6 კლასის მოსწავლემ პედაგოგი კიბიდან დააგორა. შემთხვევის შედეგად მასწავლებელი ტვინის შერყევით კლინიკა რუსთავში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია თუმცა დაშავებული ამ დრომდე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

“ინფო რუსთავთან” საუბრისას, #5 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გოგაძე ინციდენტს ადასტურებს:

“ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს, მასწავლებელი ამბობს რომ მას მოსწავლემ ხელი კრა, მოსწავლე კი ფაქტს უარყოფს”.

“ინფო რუსთავი”-ს კითხვაზე იყო თუ არა პედაგოგსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტი, თამარ გოგოძე აცხადებს – “მე ვარ სულ ახლახანს დანიშნული დირექტორი, სულ რაღაც 1 კვირაა გასული, აქამდე რა იყო ამაზე საუბარი არ შემიძლია, მე რაც დავინიშნე კონფლიქტი არ ყოფილა, ეს პირველი შემთხვევაა.”

როგორც სკოლის მოსწავლეების მშობლები “ინფო რუსთავთან” აცხადებენ სწორედ აღნიშნული მოსწავლის საჩივრის საფუძველზე გაათავისუფლეს წინა დირექტორი.

საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის, მასწავლებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

inforustavi.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close