საზოგადოება

რუსთავის მერი: საკრებულოს წევრს და მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ, დადგენილია კონტაქტები

რუსთავის საკრებულოს წევრს და მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაცია imediniws-ს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა.

ცნობილია ასევ, რომ კორონავირუსი დადასტურებული აქვს საკრებულოს წევრის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მას ბანკის კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად კორონავირუსი დღეს დილით დაუდგინდა.

ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

გიდასტურებთ, რომ რუსთავის საკრებულოს წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი და მედიის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია, სიმართლეა, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შიდა სივრცეში მონიტორინგის სამსახურის მიერ კამერების საშუალებით მოხდა შესწავლა იმისა, თუ ვისთან ჰქონდა საკრებულოს ინფიცირებულ წევრს კონტაქტი. ყველა პიროვნება იდენტიფიცირებულია დროების მიხედვით, რომელ პიროვნებასთან რამდენ წუთიან კონტაქტში იმყოფებოდა.

„ჩვენ დავყავით პირველი და მეორე რიგის კონტაქტებად და აქედან გამომდინარე ვახორციელებთ ყველა საჭირო ღონისძიებას. ყველა ადამიანი ვინც იდენტიფიცირებულია, შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს და გადავლენ თვითიზოლაციაში.

მეორე რიგის კონტაქტების შესახებ ხვალ გვექნება ინფორმაცია და ეს მერე რიგის კონტაქტია ის, ვისთანაც მას გარეთ ჰქონდა კონტაქტი. გვაქვს რამდენიმე ინფორმაცია და გადამოწმება ხდება, რადგან სრულად შეიძლება ვერ აღიდგინოს ადამიანმა ვისთან ჰქონდა კონტაქტი და ვის შეხვდა. ჩვენ გვინდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მივცეთ სრული ინფორმაცია, რომ მათ მიერ მარტივად მოხდეს დაგეგმვა და განხორციელება იმ ღონისძიებების, რაც მათ მიერ არის გაწერილი“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close