საზოგადოება

რუსთავის ბაგა-ბაღებში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა

 

სააღმზრდელო დაწესებულებებში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის ინფორმაციით,  მალე რუსთავის ბაღები უსაფრთხოების ახალ სტანდარტებზე გადეწყობა და ენერგიის მთავარი წყარო სააღმზრდელო დაწესებულებებში ბუნბრივი აირი აღარ იქნება. ეკა ხუციშვილის თქმით, სამზარეულოებში ბუნებრივი აირის ჩანაცვლება ელექტრო ქურებით მოხდება.

” ბაგა-ბაღების სამზარეულოები რუსთავში მუშაობს ბუნებრივ აირზე. თანდათან რომ გადავეწყოთ უსაფრთხოების ახალ სტანდარტებზე, ამისთვის შევიძინეთ ელექტრო ქურები, სამზარეულოებში საკვების მომზადება მოხდება სწორედ ამ ქურებზე. ასე იქნება 9 ბაღში, ერთადერთი დათმობა არის ის, რომ ბაღს, რომელსაც აქვს იზოლირებული სამზარეულო, იქ ბუნებრივი აირის გამოყენება შეიძლება. ასეთი 2 სააღმზრდელო დაწესებულება გვაქვს, #27 და #25, თუმცა ვთვლი, რომ ამ ბაღბშიც უნდა შევიტანო ელექტრო ქურები. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ბაღში ალტერნატიული წყარო ენერგიის არ უნდა იყოს. პარალელურად გაზიც იქნება, ოღონდ მხოლოდ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის”, – აცხადებს ეკა ხუციშვილი.

ეკა ხუციშვილის თქმით, ბაგა-ბაღებში სიახლეები შეიძლება შეეხოს პერსონალის შრომით ანაზღაურებასაც. გაერთიანების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ შესაძლოა თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდოთ.

“ვთვლი, რომ ბაგა-ბაღის პერსონალი ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ მატერიალურ ანაზღაურებას. ანაზღაურებასაც ვერ დავარქმევ, ვერ ვანაზღაურებთ ჩვენ ამ შრომას, რასაც ეს ხალხი წევს. ეს არ არის ანაზღაურებადი. თუმცა ვმუშაობთ, რომ მინიმუმი არ იყოს მათი ხელფასი. თუკი სახელმწიფო ზღვრულ მინიმუმს დაადგენს აღმზრდელ-პედაგოგის ხელფასზე, მუნიციპალიტეტს დამატების საშუალება ექნება”, – განაცხადა ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

ეკა ხუციშვილის თქმით, ხელფასის მომატება თუ მოხდება, ყველა თანამშრომელს ერთნაირად შეეხება. ანაზღაურების გაზრდა კი თანაბრად მოხდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close