საზოგადოება

რუსმა ოკუპანტებმა 30 წლის ლევან ჯანძავა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს

(რეზონანსი) სამეგრელოში, სოფელ პირველ ოტობაიაში რუსმა ოკუპანტებმა 30 წლის ლევან ჯანძავა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.

როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტს ოჯახის წევრებმა განუცხადეს, ოკუპანტები გამთენიის ხუთ საათზე სახლში შეცვივდნენ და წაიყვანეს.

მათივე თქმით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.

ოჯახისთვის ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ 30 წლის მამაკაცი სოხუმშია გადაყვანილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close