საზოგადოება

„რუსეთმა გამოგვიგზავნა სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ბრიფინზე ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა ამერიკას სამედიცინო დახმარება გაუგზავნეს.

„რუსეთმა გამოგვიგზავნა სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ჩინეთმა გამოგვიგზავნა ნივთები, რაც ასევე შესანიშნავი იყო.

სხვა ქვეყნებმა გამოგვიგზავნეს საგნები, რითაც ძალიან გაკვირვებული ვიყავი, ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებული“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მისი დეტალები უცნობია, თუმცა კრემლის ინფორმაციით, საქმე ეხებოდა პანდემიას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close