მსოფლიო

რუსეთის დუმა საქართველოდან ღვინისა და ბორჯომის შეტანის აკრძალვისა და ფულადი გზავნილების შეზღუდვის საკითხს განიხილავს

 

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპეციალურ თათბირზე გადაწყდება საქართველოს მიმართ სანქციების მიღების საკითხი – განაცხადა ფრაქცია „ედინაია რასიას” ხელმძღვანელმა, სერგეი ნევეროვმა.

რუსული მედიასაშუალების mk.ru-ს ცნობით, ნევეროვი ამბობს, რომ საუბარი შეეხება საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის, ბორჯომის იმპროტის საკითხს, ამასთან, სერიოზულად განიხილება ფულადი გზავნილების შეზღუდვის საკითხებიც.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ნევეროვის განცხადება გუშინ, რუსთავი ორის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close