Sliderსაზოგადოება

“როცა დაუდგინდებათ ვირუსი, სახლში უშვებენ და თვითიზოლაციაში არიან, ფიზიკურად ვეღარ აუდიან, იმდენი პაციენტია”

ქართველი სტუდენტი, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა და ახლა ქუთაისის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს, ამბობს, რომ მიუხედავად სიმპტომებისა, საფრანგეთში, კლინიკაში გადაყვანა და ტესტის გაკეთება სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მისივე განმარტებით, ესაუბრა მეგობრებს, რომელთაც აქვთ სიმპტომები და პირად ექიმს უკავშირდებიან, ასეთ შემთხვევაში კი თუ მძიმე პაციენტი არ არის, ექიმი სახლში წასვლას ურჩევს, რადგან ფიზიკურად ყველას მკურნალობას ვეღარ ახერხებენ.

„ჩემს მეგობრებს, ფრანგებს ვესაუბრე, რომელთაც აშკარად გამოხატილ აქვთ სიმპტომები. უბრალოდ, თუ სერიოზული ჩარევა არ არის საჭირო, არ მიჰყავთ და როცა დაუდგინდებათ ვირუსი, სახლში უშვებენ და თვითიზოლაციაში არიან, რადგან ფიზიკურად ვეღარ აუდიან, იმდენი პაციენტია. თუ ძალიან მძიმე არ არის, არ გადაჰყავთ“, – აღნიშნა მოქალაქემ პირდაპირი ჩართვის დროს. გარდა ამისა, კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა ქუთაისიდან, ბოქსირებული განყოფილებიდან ჩართვის დროს მის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

„ტვპირველის“ ეთერში ჩართვის დროს, პაციენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთიდან 17 მარტს ჩამოვიდა და კარანტინში გადაიყვანეს. ახლა მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმითაც არ ფასდება და თავს კარგად გრძნობს. „ჩამოსვლის დროს სიმპტომი არ მქონდა. მეორე დღეს გემო და ყნოსვის შეგრძნება დავკარგე, რასაც ყურადღება არ მივაქციე. მეგონა გავცივდი. ერთი კვირის შემდეგ სიცხე მომცა 37 და ყელი ამტკივდა. დავრეკე სასწრაფოში, წამომიყვანეს ქუთაისში და 5 საათში ვირუსი დამიდასტურდა“, – განაცხადა პაციენტმა ჩართვის დროს.

რაც შეეხება კონტაქტებს, ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მაყურებელს დიდიმის სახელით წარუდგინეს, აღნიშნა, რომ შეხება არავისთან ჰქონია, მგზავრობის დროს კი დისტანციას იცავდა. ის სტუდენტია, რომელიც საფრანგეთში სწავლობს და ახლა ონლაინლექციების მონაწილეა. „მეხმარება ლექციები, დროც მარტივად გადის“, – აღნიშნა პაციენტმა ქუთაისის ბოქსირებული განყოფილებიდან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close