საზოგადოება

რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა. იტყოდნენ, სიმღერით შეხვდა მტერს და სიკვდილსო

რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა. იტყოდნენ, სიმღერით შეხვდა მტერს და სიკვდილსო. ასეც იყო, მაგრამ გადარჩა… გადარჩა და იმ დღიდან, როცა 9 აპრილის საშინელი ღამე ნახა, სიმღერით ირჩენს თავს. მეტროში ვაგონ-ვაგონ დადის და მოწყალებას ითხოვს იმ სიმღერის სანაცვლოდ, რომელიც დაუჩოქებელი ერის ჰიმნი გახდა. “დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…” ამ სიმღერით ლელა ვეფხვაძე სხვა უსინათლოებთან ერთად თავისუფლების სიმბოლო გახდა. უღიარებელი, უსახელო გმირი, რომელმაც ყველა ეპოქის მსოფლიოს აჩვენა, რომ ქართველები დამარცხების დროსაც კი არ ვიჩოქებთ, არ ვშინდებით და თავგანწირვით ვიბრძვით.

რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა, თუმცა ნორმალურ ქვეყანაში ცოცხალიც გმირი უნდა ყოფილიყო…

წერს ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე ფეისბუქზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close