საზოგადოება

როენა სექტემბერში სასტუმრო „მამიდაში“ მიუსაფართა თავშესაფარს ხსნის

 

სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული როენა ხუცურაული სექტემბერში მიუსაფართა თავშესაფარს ხსნის. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მისმა ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა განუცხადა.

„სასტუმრო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. ქალბატონი როენა სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით მუშაობს. გარკვეული დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რომელსაც ზაფხულის პერიოდში მოაგვარებს და სექტემბერში სავარაუდოდ უკვე გაიხსნება თავშესაფარი. რაც შეეხება ქალბატონ როენას, მკურნალობის კურს გადის და თავს უკეთ გრძნობს“, – განაცხადა არჩილ დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, 3 პირი დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული სწორედ სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, როენა ხუცურაული იყო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით ედება, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. როენა ხუცურაული წინასწარი პატიმრობიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.

პრაიმტაიმი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close