მთავარი»პოლიტიკა»“რიჩარდ ლუგარი ჩემი მეგობარი იყო, მე შევთავაზე საქართველოში ლაბორატორიის გადმოტანა”

“რიჩარდ ლუგარი ჩემი მეგობარი იყო, მე შევთავაზე საქართველოში ლაბორატორიის გადმოტანა”

8
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„რიჩარდ ლუგარი ჩემი მეგობარი იყო 1996 წლიდან. ერთხელ სენატის სასადილოში დამპატიჟა
სადილზე ამ ძალიან ცნობილმა სენატორმა (მაშინ უბრალოდ პარლამენტის წევრი ვიყავი) და საუბარი
ჩამოვარდა მის გეგმებზე გაეკეთებინა ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ მებრძოლი ლაბორატორია
რომელიც ერთდროულად სხვადასხვა ვირუსებს შეებრძოლებოდა. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის მთავრობასთან და უნდოდა ლაბორატორიის მოსკოვთან სადმე ახლო აშენება. მე შევთავაზე იდეა, რომ ეფიქრა პროექტის საქართველოში გადმოტანაზე. როდესაც პრეზიდენტის რანგში პირველად ჩავედი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით, ლუგარი რამდენიმე სენატორთან ერთად ვახშამზე დავპატიჟე სასტუმრო mayflower-ში და იქ მან გამახსენა ჩემი რეკომენდაცია და მითხრა რომ უკვე სერიოზულად ფიქრობს ლაბორატორიის საქართველოში გადმოტანას ვინაიდან რუსეთში უკვე პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში და პრობლემების შექმნა დაიწყო. სულ მალე გამოიყო ფული და ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყო აეროპორტის მახლობლად. ადგილი მე შევარჩიე, ვინაიდან ახალ ტერმინალს ვაშენებდი და მინდოდა მის მახლობლად თანამედროვე შენობები ყოფილიყო (იქვე თურქებს ვაშენებინებდი შავი ზღვის უნივერსიტეტს) რამდენს გვლანძღავდნენ ადგილობრივი ოპონენტები და რუსები რას არ იგონებდნენ ამ ლაბორატორიაზე, მაგრამ დღეს საქართველოს უკვე მთელს რეგიონში ვირუსების დამდგენი ყველაზე თანამედროვე ცენტრი, რომელმაც უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. შარშან მაგალითად ჩემს შვილს ნიკუშას 1 საათში დაუდგინეს ღორის გრიპის დიაგნოზი, რამაც საშუალება მოგვცა დროულად დაგვეწყო სწორი მკურნალობა.ლუგარის ლაბორატორია არის კლასიკური მაგალითი რუსული პროპაგანდის და ქოცების ტყუილების, რომლებმაც ვერ აგვაღებინეს ხელი მეგობრების დახმარებით საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმის გაკეთებაზე. დღეს ეს ლაბორატორია ძალიან გვეხმარება ნებისმიერი ახალი ვირუსის წინააღმდეგ დაცვაში“ – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

წინა პოსტი

ფრანგული კლუბი ქართველ მორაგბეს ემოციური ვიდეოთი ემშვიდობება

შემდეგი პოსტი

შესაძლებელია ეს იყოს კორონავირუსი - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი