მთავარი»Uncategorized»რეზი ბროძელი და საბა ილურიძე რუსულ კლუბში დაბრუნდნენ

რეზი ბროძელი და საბა ილურიძე რუსულ კლუბში დაბრუნდნენ

7
გაზიარებები
Pinterest Google+

 

ქართველი მორაგბეები რეზი ბროძელი და საბა ილურიძე, რომლებიც თვალზე ხელის აფარების გამო რუსულმა კლუბმა გუნდიდან დაითხოვა, კარიერას კვლავ „სლავაში“ გააგრძელებენ. ამის შესახებ რეზი ბროძელმა საკუთარ Facebook გვერდზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლების გადაჭრაში პირადად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო ჩართული და მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდა. მორაგბეებს, გვიან ღამით რუსული კლუბის ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ და „სლავაში“ დაბრუნება დაუდასტურეს:

„მადლობა ორივე მხარეს საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება, აღმოჩდა რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო.

ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია რომ კლუბ სლავას ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით, დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს და ყველას დაინტერესებისთვის და გვერდში დგომისთვის!“ – აცხადებს ბროძელი.

ქართველი მორაგბეები რუსული კლუბიდან 2 ივლისს დაითხოვეს. როგორც რეზი ბროძელი და საბა ილურიძე აცხადებდნენ, ცალ თვალზე ხელის აფარების გამო მათ სოლიდარობა 20 ივნისს, აქციაზე დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს გამოუცხადეს, რასაც რუსეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელების უკმაყოფილება მოჰყვა.

პრაიმტაიმი

 

წინა პოსტი

„ადამიანი ქვეცნობიერად მზადაა და ხვდება, რაც ჭირს. სადღაც ვხვდებოდი, რა სენიც მჭირდა“

შემდეგი პოსტი

„ემზარ კვიციანს ამას არასდროს არ დავუვიწყებ“