მსოფლიო

Reuters: ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს, ხავიერ სოლანას კორონავირუსი დაუდგინდა

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ ხავიერ სოლანა თავს უკეთ გრძნობს და მისი ჰოსპიტალიზაცია ექიმების რეკომენდაციით მოხდა.

როგორც ცნობილია, ხავიერ სოლანა 9 მარტს ესწრებოდა ღონისძიებას, რომელზეც ასევე იმყოფებოდა ესპანეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი.

77 წლის სოლანა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 1995-დან 1999 წლამდე მუშაობდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close