საზოგადოება

„რატომ წავიდა შენგელია ირანში? რატომ წაიყვანა სტუდენტები, რატომ, რატომ, რატომ?“

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე „კავკასიის უნივერსიტეტის“ დელეგაციის ირანში 4 დღიან ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ეს მართალია?
აგვიხსენით რატომ წაიყვანა სტუდენტები საერთოდ ამ გაგაინა კორონავირუსის ბუდე ირანში?
ამ საგანგაშო ვითარებაში, რატომ წავიდა კავკასიის უნივერსიტეტის მეპატრონე კახა შენგელია ირანში ? რატომ წაიყვანა სტუდენტები, რატომ, რატომ, რატომ ?
თუ საინკუბაციო პერიოდი 20 დღეა და თუ სიცხეც აუცილებელი სიმპტომი არ არის, რატომ უზომავენ ჩამოფრენილებს ?
დაასვენეთ აბასთუმანში შენგელია თავის რაზმით !
თორე თუ უნივერსიტეტში კორონა შეიტანეს.. “ – წერს გიორგი ფოფხაძე.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია ირანს 4 დღიანი ვიზიტით სტუმრობდა. ირანიდან დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტის თანამშრომლები საკარანტონო პერიოდს სხვადასხვა ფორმით გადიან – 5 თანამშრომელი აბასთუმანში, ხოლო 10 საკუთარ სახლში. საქართველოში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევიდან ორი სწორედ საქართველოს მოქალაქის ირანში მოგზაურობას უკავშირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close