მთავარი»მსოფლიო»რატომ სცადა ბრიჟიტ ბარდომ თავის მოკვლა და რატომ თქვა უარი ერთადერთ შვილზე?

რატომ სცადა ბრიჟიტ ბარდომ თავის მოკვლა და რატომ თქვა უარი ერთადერთ შვილზე?

13
გაზიარებები
Pinterest Google+

ის ლამაზი, ნიჭიერი და მგრძნობიარე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელსაც მამაკაცები აღმერთებდნენ, ქალებს მისი შურდათ, ვატიკანი კი ცოდვის განსახიერებად მიიჩნევდა.
ბრიჟიტ ბარდო – ქალი, რომელიც არასოდეს და არც ერთ ვითარებაში თავს არ იმართლებდა. 25 წლის იყო, როცა ქვეყანას მისი ერთადერთი შვილი ნიკოლა-ჟაკ შარიე მოევლინა. ორი წლის შემდეგ კი ბრიჟიტმა შვილის აღზრდა მამას გადააბარა.

Брижит Бардо. / Фото: www.wallpapersafari.com

ბრიჟიტ ბარდო თაყვანისმცემელი მამაკაცების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა. მისი პირველი ქმარი რეჟისორი ვადიმ როჟე გახლდათ. ითვლება, რომ სწორედ მან აქცია ლამაზი გოგონა ნამდვილ ვარსკვლავად, თუმცა ამ საკითხზე თავად რეჟისორს განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. ვადიმის თქმით, ბრიჟიტ ბარდოს წარმატების საიდუმლო მის პიროვნულ მომხიბვლელობაში, მხიარულ ბუნებაში, დახვეწილ იუმორსა და უკომპლექსობაში იმალებოდა.
Роже Вадим. / Фото: www.pbs.twimg.com
როჟე ვადიმთან ქორწინება ხანმოკლე გამოდგა , რადგან ყოველდღიურმა ყოფითმა პრობლემებმა გრძნობა თანდათან გაახუნა. განქორწინების შემდეგ ბრიჟიტს რომანი ჰქონდა ჟან-ლუი ტრენტიანთან, დაოჯახებულ ჟილბერ ბეკოსთან და მუსიკოს საშა დისტელთან.
Брижит Бардо и Жак Шарье. / Фото: www.pinimg.com
როდესაც ქალმა რეჟისორ კრისტიან-ჟაკისგან ფილმში „ბაბეტა ომში მიდის“ მიწვევა მიიღო, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს სამუშაო მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა.
Брижит Бардо. / Фото: www.yandex.net
გადასაღებ მოედანზე ბრიჟიტმა თავისი კოლეგა ჟაკ შარიე გაიცნო. მათ შორის მგზნებარე რომანი გაჩაღდა, თუმცა ბრიჟიტი თავის ცხოვრებაში რაიმეს შეცვლას არ გეგმავდა. როდესაც მიხვდა, რომ ორსულად იყო, მსახიობმა აბორტისთვის ექიმებს მიმართა, თუმცა საფრანგეთში 1975 წლამდე აბორტები აკრძალული იყო და ვერც ერთმა ექიმმა ვერ გაბედა ცნობილი მსახიობისთვის უკანონო ოპერაციის ჩატარება.

Брижит Бардо. / Фото: www.ilarge.lisimg.com

მოგვიანებით, ბრიჟიტ ბარდო აღიარებს, რომ ჟაკ შარიე ისე ძლიერად არასოდეს ყვარებია, რომ ცოლად გაჰყოლოდა, თუმცა 1959 წელს, ბავშვის გაჩენის შემდეგ იძულებული გახდა ოჯახი შეექმნა. ორსულობის ბოლო თვეები მსახიობმა სახლში გაატარა. მისი სახლი გამუდმებით ჟურნალისტების ალყაში იყო მოქცეული, რომლებიც ოცნებობდნენ ორსული ბრიჟიტ ბარდო ფოტოზე აღებეჭდათ, ამიტომ ქალი ფანჯრებთან მისვლასაც კი ერიდებოდა..

Брижит Бардо и Жак Шарье в день свадьбы. / Фото: www.mylitta.ru
მსახიობს რთული ორსულობა ჰქონდა. ის თავს გამუდმებით შეუძლოდ გრძნობდა და ძალიან განიცდიდა გარეგნობის შეცვლას. ბრიჟიტი  სტილისტთან ვიზიტზე ოცნებობდა, რომ წამოზრდილი თმა შეეღება, თუმცა ქმარი სახლიდან გასვლას უკრძალავდა. ერთ-ერთი მორიგი კამათის დროს, ჟაკმა ორსულ ცოლს ხელი დაარტყა. ბრიჟიტი წაიქცა და ზურგი დაარტყა. ამ დღის შემდეგ მას გამუდმებით  თირკმელის ტკივილი ტანჯავდა.

Брижит Бардо. / Фото: www.maxim.com
სახლიდან გაპარვის მეორე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა პაპარაცებმა მუქი სათვალეებითა და პარიკით შენიღბული მსახიობის ამოცნობა მოახერხეს, ალყა შემოარტყეს და სასტიკად შეაშინეს. სასოწარკვეთილი ქალი სახლში დაბრუნდა და ყველა საძილე აბი დალია, რაც იპოვა. მაშინ ექიმებმა ძლივს მოახერხეს მსახიობის გადარჩენა.
სიკვდილს გადარჩენილმა ბრიჟიტმა ჟურნალისტების შიშით, სახლში იმშობიარა. 1960 წლის 11 იანვარს ქვეყანას ნიკოლა-ჟაკ შარიე მოევლინა, ხოლო ბრიჟიტ ბარდომ საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ შვილს აღარასოდეს გააჩენდა. მსახიობმა ბავშვის ძუძუთი კვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

Брижит Бардо и Жак Шарье с сыном. / Фото: www.pinimg.com
გაივლის წლები და ბრიჟიტ ბარდო თავის მემუარებში აღწერს რას გრძნობდა ორსულობის დროს და შვილის დაბადებისას. მან საკუთარ პირმშოს სიმსივნე უწოდა, რომელიც ცხრა თვე მისი სხეულით იკვებებოდა.
Брижит Бардо с сыном. / Фото: www.pinimg.com

შვილის გაჩენის შემდეგ ბრიჟიტმა გარკვეული შვება იგრძნო, თუმცა დედობრივი ინსტიქტების გაღვიძება ვერ მოახერხა. ჟაკ შარიე სევდიანად აღნიშნავდა, რომ ბრიჟიტი ნიკოლას მიმართ სრულიად გულგრილი იყო. როჟე ვადიმმაც კი, რომელმაც მსახიობი და მისი ახალშობილი შვილი მოინახულა, შენიშნა, რომ ბრიჟიტს ჩვილთან ურთიერთობა არ გამოსდიოდა. ქალი ამტკიცებდა, რომ რამდენიმე დღის ჩვილი იმიტომ ტიროდა, რომ დედა სძულდა.

Брижит Бардо с сыном. / Фото: www.pinimg.com
ნიკოლას ყველა აღმერთებდა, ამიტომ ბრიჟიტი იძულებული იყო მზრუნველი დედის როლი მოერგო, სინამდვილეში, ქალი გრძნობდა, რომ მზად არ იყო ასეთი ტვირთისთვის და დედის ალერსი და მზრუნველობა თავად ჭირდებოდა. ყველა მცდელობის მიუხედავად, ბრიჟიტმა ვერ შეძლო გამხდარიყო კარგი დედა. ორი წლის შემდეგ ის ჟაკ შარიეს გასცილდა და შვილი ყოველგვარი სინანულის გარეშე დაუტოვა.

Брижит Бардо с сыном. / Фото: www.imgur.com

ბრიჟიტ ბარდო თავადაც ხვდებოდა, რამდენად სასტიკად მოექცა საკუთარ შვილს, თუმცა არაფრის შეცვლა არ უცდია. ბიჭუნა ისე გაიზარდა, რომ დედამ მხოლოდ რამდენჯერმე მოიკითხა.
ბიჭი 12 წლის იყო, როცა დედასთან სტუმრად მივიდა, თუმცა ბრიჟიტმა მის სადილად დატოვებაზე უარი თქვა, რადგან სტუმრებს ელოდა.

Брижит Бардо и Николя Шарье. / Фото: www.mediasole.ru
ნიკოლას დედასთან ურთიერთობის დამყარების მორიგი მცდელობა18 წლის ასაკში ჰქონდა, თუმცა ისევ უშედეგოდ. ბრიჟიტი ცდილობდა თავისი დანაშაული საჩუქრებით გამოესყიდა, თუმცა შვილი მისგან დედობრივ სიყვარულს ელოდა. ძველ წყენას ახალი ემატებოდა და დედა-შვილი საერთო ენას ისევ ვერ პოულობდა. ბრიჟიტი ვერ პატიობდა შვილს, რომ დედა ქორწილში არ დაპატიჟა. მსახიობი ისე ჭირვეულობდა, თითქოს ის პატარა გოგონა იყო, ნიკოლა კი ზრდასრული კაცი. შესაძლოა, ის მართლაც დარჩა დიდ ბავშვად, რომელიც გამუდმებულ მზრუნველობას ელოდა.

 Брижит Бардо и Николя Шарье. / Фото: www.pinimg.com
საბოლოოდ, ნიკოლა-ჟაკ შარიემ და ბრიჟიტ ბარდომ მაინც შეძლეს დედა-შვილური ურთიერთობის დამყარება, თუმცა მათ შორის სამუდამოდ დარჩა ყრუ კედელი, რომელიც მსახიობმა თავად ააგო მრავალი წლის წინათ..

Брижит Бардо. / Фото: www.sputniknewslv.com

თარგმნა „პროგრესნიუსმა“

წინა პოსტი

ლაშა ტალახაძის პირველი ოქრო 2020 წელს - ძალოსანი მსოფლიო თასის გათამაშებაზე ჩემპიონი გახდა

შემდეგი პოსტი

"ევროსტრუქტურებთან, კიდევ რომ გავაძლიეროთ ძიალოგი და თანამშრომლობა, რამე უდგას წინ?"