მთავარი»საზოგადოება»რატომ იხოცება თევზი პალიასტომის ტბაში?

რატომ იხოცება თევზი პალიასტომის ტბაში?

4
გაზიარებები
Pinterest Google+

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, კოლხეთის ეროვნული პარკში, პალიასტომის ტბიდან დიდი რაოდენობით თევზის გამორიყვის ფაქტი დაფიქსირდა. ამავე ცნობთ, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს უკავშირდება, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება.

 ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან. ასევე, უკვე აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში, ხოლო კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლის განცხადებით, ანალოგიური შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდა.

„როგორც კი პალიასტომის ტბაზე გამოვლინდა თევზების დაღუპვის ფაქტი, მივმართეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს. ბოლო წლების მანძილზე მერამდენე შემთხვევაა, ორი კვირის წინაც დაფიქსირდა. ხელაღებით ვერ ვიტყვით რა შეიძლება იყოს მიზეზი, ძირითადად კეფალის სახეობაა გამორიყული, გარეგნული დათვალიერებით არაფერი აღენიშნებათ, ყველაფერს ლაბორატორიული შემოწმება დაადგენს”.

წინა პოსტი

„ნაირა ოტიაშვილს თქვენი დაცვა არ სჭირდება, ეს ადამიანი ციხეში უნდა ჩალპეს“

შემდეგი პოსტი

„მთლად არ მინდა, დავით აღმაშენებელს შევედარო, მაგრამ გავწვები და გადაიარონ ჩემზე..“