საზოგადოება

რატომ გააქრეს დახლებიდან კოლუმბიური, ბრაზილიური, არგენტინული და გვატემალური თუთუნი?

“გადავედი თუთუნზე..
თავიდან ვიყიდე “კოლუმბიური” თუთუნი. მომეწონა, ძლიერი თამბაქოა.
მეორე მისვლაზე მეუბნება ქალბატონი დღეს არ გვაქვსო. ძლიერი რა გაქვთ? – ვკითხე. მალბოროს თამბაქოო. ვიყიდე და მინდოდა თუ არა შევეჩვიე.
შევდივარ მესამედ: არ გვაქვს კოლუმბიურიო.
არც მალბორო? 
არა ბატონო…
აბა ძლიერი რა გაქვთ?
ბრაზილიური! – მიპასუხა.
კარგი მომეცი ბრაზილიური.
წამოვიღე და ახლა ბრაზილიურს შევეჩვიე, მაგრამ სუსტი მომეჩვენა.
გადის დრო და ისევ შევდივარ.
ჩამოვუთვალე დასახელებები და მეუბნება: ეგენი არცერთი არ გვაქვს, მაგრამ კარგი თამბაქო გვაქვს გვატემალურიო.
მოკლედ რაც თუთუნზე გადავედი, იმის მერე ვიხრჩობი ხველებით… ხან ერთი აქვთ, ხან მეორე, ხან მესამე, ხან მეოთხე და მე კი ვიხრჩობი.
დღეს შევდივარ და მახარა: თქვენთვის არგენტინული თამბაქო მაქვსო… თანაც ისე ჩუმად მითხრა, თითქოს სხვაზე გაყიდვას არ აპირებდა. უბრალოდ პირადად
ჩემთვის ჩამოატანინა თითქოს. გამასინჯა და არ მომეწონა…
უცებ ვიღაცა გაწელილი ნაუშნიკებიანი გოგონა ეკითხება: რა ჰქვია თქვენს მაღაზიას ქალბატონო, ახლობელი უნდა გამოუშვა და სახელი როგორ უთხრაო?…
სახელი არ ვიცი გენაცვალე… ჯერ არაფერი ჰქვია და არც ვიცი რა დავარქვათო. გამოვდიოდი და ვეუბნები: დააწერეთ ტურისტული სააგენტო “ვაკრუგ სვეტა” მეთქი.
რატომო? გაღიმებული მეკითხება…
რა ვიცი, უკვე 8-ჯერ შემოვედი და ხან გვატემალაში აღმოვჩნდი, ხან სინგაპურში, ხან ბრაზილიაში, ხან სად და ხან სად მეთქი…
არ ვიყიდე და გამოვედი ხველებ-ხველებით.
ხოდა გუგული ერთჯერადად კი არა, სამარადჟამისოდ მოგიხსენიებ “ტკბილად” პირადად მე და სხვისი არ ვიცი, ასეთ დღეში, რომ ჩაგვყარე” – წერს ტემო გვალია. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close