მთავარი»საზოგადოება»რას ფიქრობს რულოვსი თბილისში ლგბტ “პარადის” ჩატარებაზე?

რას ფიქრობს რულოვსი თბილისში ლგბტ “პარადის” ჩატარებაზე?

2
გაზიარებები
Pinterest Google+

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ თბილისში ლგბტ “პარადის” ჩატარება მისთვის ახლა საინტერესო არ არის.

„ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებები არის პირველ რიგში, მაგრამ უნდა ჩატარდეს თუ არ უნდა ჩატარდეს, მე მგონი ეს ზუგდიდის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში არ არის პრიორიტეტული საკითხი. ამით მე არ დავკავდები. ეს ჩემთვის არ არის დღეს საინტერესო თემა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე „კვირის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რას ფიქრობს ის თბილისში დაგეგმილ ლგბტქ თემის “პარადზე”.

ლგბტქი პრაიდის გამართვა თბილისში 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.

“ლაივპრესი“

წინა პოსტი

მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „როკო“ დააკავეს (ვიდეო)

შემდეგი პოსტი

რატომ მოიკლა თავი აღდგომის დღესასწაულზე 25 წლის ახალგაზრდამ?