საზოგადოება

რამდენიმე საათში ამსტერდამიდან თბილისის აეროპორტში საქართველოს 179 მოქალაქე ჩამოვა

რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. ბორტზე იმყოფება საქართველოს 179 მოქალაქე და მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროების ადამიანები – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

კონსტანტინიდის თქმით ყველა მათგანი გაივლის კარანტინს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

,,განვაგრძობთ უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივად და ორგანიზებულად ჩამოყვანას. დღეს განხორციელდა რეისი ამსტერდამიდან. პრაქტიკულად რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. ბორტზე იმყოფება საქართველოს 179 მოქალაქე და მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროების ადამიანები, ორსულები, არიან სტუდენტები რომლებიც ევროპაში სწავლობდნენ და არიან ტრანზიტული მგზავრებიც, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იყვნენ და შეძლეს ჩვენი საელჩოების დახმარებით ამსტერდამში ჩასვლა. ყველა მგზავრი, რომლებიც ჩამობრძანდება, გაივლიან შესაბამისი წესით საკარანტინო პირობებს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, იგეგმება ასევე რეისების შესრულება სხვადასხვა ქვეყნებიდანაც.

„რაც შეეხება სხვა რეისებს, რეისები იგეგმება ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკადან და სხვადასხვა ქალაქებიდან. ჯერ მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები, მგზავრების ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გვეცოდინება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევებში იქნება გათვალისწინებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სამედიცინო ხასიათის პროტოკოლი და მგზავრები თვითმფრინავში განთავსდებიან შესაბამისი მოთხვოვნების დაცვით ე.წ ჭადრაკული პრინციპით“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close