საზოგადოება

რა ვითარებაში გაუჩინარდა ქართველი სტუდენტი ვენაში?

 

ვენაში, უკვე მეხუთე დღეა ქართველ სტუდენტ ანრი ლომიძეს ეძებენ. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ანრი ლომიძე  ორ უკრაინელ სტუდენტთან ერთად ცხოვრობდა.

მეგობრების თქმით, მათ შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც  ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა და ქართველ მეგობართან მივიდა, რომელიც სახლში არ დახვდა. ამის შემდეგ მისი  კვალი იკარგება.

მეგობრებისთვის გაუგებარია სად შეიძლება იმყოფებოდეს გაუჩინარებული სტუდენტი. ანრი ლომიძეს ოთხი დღეა არც დედისთვის დაურეკავს, რომელიც იტალიაში ცხოვრობს.

ქართველი სტუდენტი ქუთაისიდან არის და უკვე ორი წელია ვენაში ცხოვრობს. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმირებულია ავსტრიის პოლიცია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close