მთავარი»Slider»რა ხდება იტალიის ქართულ ემიგრაციაში და რატომ სცემეს ქალებმა ერთმანეთი?!

რა ხდება იტალიის ქართულ ემიგრაციაში და რატომ სცემეს ქალებმა ერთმანეთი?!

17
გაზიარებები
Pinterest Google+

მეგობრებო, მინდა მოგიყვეთ ერთი არასასიამოვნო ამბავი, იტალიაში მყოფ ორ ქართველზე.
ქ. მოდენაში, ერთ სადარბაზოში მუშაობს ბებიებთან, ორი ქართველი.
ერთი მე-3 სართულზე, სახელად ელენე ლაღიძე.
და მეორე მის ზემოთ მე-4 სართულზე ეთერი კაშია.
ელენემ რატომღაც ამოიჩემა ეთერი და ძალიან დაიძაბა სიტუაცია მათ შორის.
2 დღის წინ, როცა ეთერი სადარბაზოს ალაგებდა, ელენე გამოუვარდა ეთერის და თმებში წვდა და ცემა დაუწყო.ეთერიმ საშველად მოუხმო ჩვენს მეგობარს, რომელიც იმ დროს ელენესთან იყო სახლში მისული ნინო.
ნინო მიშველე, ელენე მცემსო.
ნინო გამოვარდა საშველად, მაგრამ ელენეს ვერ გააშვებინა ხელი ეთერიზე. უფრო მეტიც, წიხლი ჩაარტყა ეთერის ელენემ და კიბიდან გადააგდო, 13 კიბეზე ჩაგორდა ეთერი და უგონოდ დაეცა ქვეშ.
ნინოს მკვდარი ეგონა ეთერი, რადგან უგონოდ ეგდო ძირს.
ცოტა ხანში გონზე რომ
დაიწყო მოსვლა, შეხედა, ის ელენე ჭიქა წყლით ადგა თავზე, ეთერიმ არ დალია იმის მოტანილი წყალი და ელენემ კიდევ დაუმატა წიხლი გვერდში, შენ კიდევ ცოცხალი ხარო?
მე არ ვიცი, რა ქვია მასეთ ადამიანს, მითუმეტეს ქალს, ადამიანს სასიკვდილოდ რომ გაიმეტებს. თანაც, ქალბატონ ეთერის ცალი თირკმელი არა აქვს, ისედაც ნახევარი ქალია დარჩენილი და ასე როგორ უნდა გაიმეტოს ქალმა, არაფრის გულისთვის. არც ვიცით მიზეზი რატომ გადაეკიდა ელენე, ეთერის და არც ამბობს.
მოკლედ ეთერი მძიმე მდგომარეობაში მოხვდა სასწრაფოთი საავადმყოფოში, რომელიც მისი ბებიას შვილმა წაიყვანა.
ჩაერთვნენ ამ საქმეში კარაბინიერებიც, მაგრამ ჩვენი მეგობარი, რომელიც იქ იყო იმ დროს და ეთერი გადაარჩინა სიკვდილს, არ ამბობს კარაბინიერებთან სიმართლეს, ის ელენე კი ამბობს, მე არაფერი არ ვიცი, ალბათ მისით გადავარდა კიბიდანო.
კარაბინიერები ეუბნებიან ქალბატონ ეთერის თუ ვინმე არ იტყვის ამ ამბავს რომ შეხედა, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო….
იქნებ გვირჩიოთ რამე, როგორ მოვიქცეთ და ვის მივმართოდ დასახმარებლად. ის კიდევ იმუქრება, სულერთია მოვკლავო.
ვითხოვთ საქმის მსვლელობის დაწყებას და ელენე ლაღაძის დასჯას:
სულ მცირე, მოდენიდან მის წასვლას, – წერს ფეისბუკზე ქართველი ემიგრანტი. 

წინა პოსტი

გურიის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი

შემდეგი პოსტი

ამ პოსტით მივმართავ ყველა ჩემს ავად მ ა ხ ს ე ნ ე ბ ე ლ თ! - ავთო რცხილაძე