Sliderსაზოგადოება

რა აკავშირებს ზუგდიდში დაჯარიმებულ კრისტინა მარია კოდი პუშოუს სააკაშვილთან?

“შეგახსენებთ [ზოგიერთმა, შეიძლება, პირველად გაიგოს], რომ დღეს, ზუგდიდში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დაჯარიმებული კრისტინა მარია კოდი პუშოუ არის ნაცსექტის, კორონაცების ერთ-ერთი ანასხლეტი. გიული ალასანიას და მას აქვთ ‘ენჯეო’ „ახალი ლიდერების ინიციატივა“, სადაც მაღალი ალბათობით, ტვინს ურეცხავენ იმ ასაკის ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ახსოვთ ნაცრეჟიმის ბოროტებანი.
ამერიკის მოქალაქე კრისტინა მარია კოდი პუშოუ როგორც მითხრეს, წარმოშობით უკრაინელია. არის საქართველოს მოქალაქეც.
ადრე მქონდა მასთან კომუნიკაცია, საავტორო გადაცემისთვის ‘სკაიპ’-ჩართვაც. რბილად ვიტყვი, რომ დიდი ერუდიციით არ გამოირჩევა.
კორონაცებმა კარგად ‘დაბრენდეს’ – “ამერიკელი ექსპერტი”. მისთვის სააკაშვილი აღმოსავლეთ ევროპის სიმონ ბოლივარია” – წერს ფეისბუქზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
შეგახსენებთ:

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.
შსს-ს ცნობით, ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დღეს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close