საზოგადოება

“ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს უდიდესი წვლილი მიუძღვის”…

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვი​ს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 81 წელი შეუსრულდებოდა. ამავე თარიღს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი გადამწყვეტი დღე, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმი, როდესაც ქართველმა ხალხმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ, საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამ ერთიანობის შედეგია, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
ჩვენმა წარსულმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ გამოწვევებთან ბრძოლისას სწორედ ქართველი ხალხის ერთსულოვნებაა გადამწყვეტი.
დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ამ გამოწვევასაც დავძლევთ და საქართველო გააგრძელებს წარმატებული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შენებას“, – წერს გახარია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close