ეკონომიკა

ქუთაისში, ევროპაში ყველაზე დიდი მზის ენერგიის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა (ვიდეო)

გერმანული ბრენდი „ეი სოლარი” (www.ae-solar.com) უკვე მესამე წელია, რაც წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში. ახლახანს კი ოფიციალურად გახსნა ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც მზის პანელებს აწარმოებს და ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს. მისი წლიური მოცულობაა 500 მეგავატი. ამჟამად, კომპანიის საერთო ჯამური წარმადობა აღემატება 1 გიგავატს.

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა კომპანიისათვის ხელსაყრელი სტრატეგიული ლოკაციაა. სწორედ ამ ქარხნიდან ის აწვდის უმაღლესი ხარისხის მზის პანელებს 70მდე ქვეყანას. ამჟამად დასაქმებული ჰყავს 150 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი. სამომავლოდ კი მეტი სამუშაო ადგილის დამატებას ჰპირდება ადგილობრივ ბაზარს. „ეი სოლარის” მიზანია მუდმივად გააფართოვოს თავისი საქმიანობის სპექტრი.

„ეი სოლარის” გლობალური გაყიდვებისა და მარკეტინგის ქსელი საბოლოო მომხმარებლებს ხელმისაწვდომ განახლებად ენერგიას აწვდის და კომპანიის ბრენდის ძირითად მახასიათებლებს წარმოაჩენს: სტაბილურობას, გამძლეობასა და სანდოობას. წამყვან ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორობით „ეი სოლარი” მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაზეც.

„ეი სოლარი” მუშაობს წარმოების მოცულობის გაზრდაზე; საერთაშორისო გაყიდვების ოფისი, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, სრულ უზრუნველყოფას სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

„ეი სოლარი” ატარებს ინტენსიურ ტრენინგებს, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე – ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების წარმოებით.საინსტალაციო კომპანიებს მიეწოდებათ სრული ტექნიკური ინსტრუქცია და დახმარება – საჭიროებისამებრ. „ეი სოლარის” მიერ საქართველოში განხორციელებული თითოეული ინსტალაცია შესრულებულია ადგილობრივი პერსონალის მიერ. „ – აცხადებენ კომპანიაში.

„კვირა“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close