ეკონომიკა

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება იწყება

 

პირველად რეგიონში, საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მე მინდა დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში, იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის „ვოლვო“,“ ფოლკსვაგენი“, „ფორდი“, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც, ქალაქი რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50% იქნება შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი, ხოლო 20 000 იქნება ექსპორტზე გატანილი, ევროკავშირში.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close