საზოგადოება

„ქრისტიანულ ტრადიციებზე აგრესიის გამოხატვა დისკრიმინაცია და სიძულვილის კამპანიაა“

დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა  იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და ქალაქი დალოცა, რასაც საზოგადოების ნაწილის აგრესია და დამცინავი კომენტარები მოყვა. მომხდარს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ნაკურთხი წყლის მოპკურება, ხატების დალოცვა და ა.შ. ქრისტიანული ტრადიციებია. ამიტომ, მეგობრებო… ამ თემაზე აგრესიის გამოხატვა ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და სიძულვილის კამპანიაა და გაითვალისწინეთ. კრიტიკისას კონცენტრირდით კონკრეტულ საფრთხისშემცველობაზე და არსის მიმართ სიძულვილსა და დემაგოგიაში ნუ გადაგივათ, ეს არატოლერანტულობა და სიძულვილის კამპანიაა და მოერიდეთ, გთხოვთ“ – წერს არჩილ გამზარდია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close