მთავარი»საზოგადოება»“ყველაზე სახიფათო არის ის განცხადებები, რომელიც მოჰყვა გაბუნიას მონოლოგს”

“ყველაზე სახიფათო არის ის განცხადებები, რომელიც მოჰყვა გაბუნიას მონოლოგს”

6
გაზიარებები
Pinterest Google+

გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით ეთერში გაკეთებულ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით თავმჯდომარე ნატა ძველიშვილი ეხმაურება. 
“ყველაზე სახიფათო არის ის განცხადებები, რომელიც მოჰყვა გაბუნიას მონოლოგს განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, თან იმ პირობებში, როდესაც ვცდილობთ კანონმდებლები დავარწმუნოთ, რომ არ შეასუსტოს თვითრეგულირება. ახლა სწორედ ეს დისკუსია გვაქვს ხელისუფლებასთან, რადგან არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ამით ზიანდება მთელი მედიაგარემო. მართლა ვეღარ ავუდივართ ნიშნისმოგებით საუბარს, “აი, ასეთი გადაცემები გინდათ?” კითხვებს. არგუმენტები გვისუსტდება რატომ არ უნდა შეიზღუდოს კონტენტი.
“ქარტიამ გააკეთა განცხადება, მეტი მას არაფერი შეუძლია. ჟურნალისტიკა არ არის ლიცენზირებული საქმიანობა. ამიტომ სტატუსს ვერავინ ვერავის შეუჩერებს. ქარტია არ არის სადამსჯელო ორგანო, ის თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც უპირველესად მოქალაქეების მიმართვისთვის არის შექმნილი.
“მიმართეთ თავად მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს. სწორედ მენეჯმენტს აქვს პრეროგატივა იმსჯელოს რას და როგორ იმოქმედებს მაშინ, როდესაც ჟურნალისტი არაეთიკურად იქცევა,”-წერს ნატა ძველიშვილი.

წინა პოსტი

"ვენაცვალე გიორგი გაბუნიას გამზრდელს! ამოწყვეტა ყველა პუტინისტს!"

შემდეგი პოსტი

"ჰიტლერისთვის რომ ეგინებინა პოლონელ ტელეწამყვანს, ისტორიას პროვოკატორად დარჩებოდა თუ გმირად?"