პოლიტიკა

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ პრობლემას

გავაკეთებთ ყველაფერს, სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ პრობლემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, შეზღუდვები იმოქმედებს თუ არა აღდგომის დღესასწაულზე და შეძლებენ თუ არა მორწმუნეები ლიტურგიაზე დასწრებას, ჟურნალიტებს განუცხადა, რომ საყოველთაო კარანტინის შემოღება იმისთვის გახდა საჭირო, რომ ქვეყანა სწრაფად გაუმკლავდეს ვირუსს.

„ეს გადაწყვეტილებები დავიწყეთ იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ეტაპს, შიდა გავრცელების ეტაპს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი და ვცდილობთ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, ზოგ შემთხევაში ასე სწრაფად და შეიძლება ხისტადაც იმისთვის ვმოქმედებთ, რომ მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს და მანამდე სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ. თუმცა ამის გარანტია არათუ საქართველოში, გლობალურად, მსოფლიოში არ არსებობს. იმედია, ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები გვიპასუხებენ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უმოკლეს ვადებში ეს პრობლემა შედარებით, ასე თუ ისე მოვაგვაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close