საზოგადოება

„ყოველწლიურად ასიათასობით უდანაშაულო ბავშვის სისხლი იღვრება.. აბორტი უნდა ავკრძალოთ“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს, აბორტი სიკვდილით დასჯას შეადარა:

„დღეს არ ვაპირებ ვისაუბრო წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან ვთვლი, რომ მორალური უფლებაც კი არ გვაქვს, რომ ვისაუბროთ ბავშვთა უფლებებზე და განსაკუთრებით, მათ სიცოცხლის უფლებაზე. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში დაკანონებული გვაქვს აბორტი, როდესაც ყოველწლიურად ასიათასობით უდანაშაულო ბავშვის სისხლი იღვრება. როდესაც მშობლები საკუთარ შვილებს სიკდილით სჯიან, ჩვენ, ვფიქრობ, არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ მათ სიცოცხლის უფლებაზე. ამიტომ, პირველ რიგში უნდა უზრუნველვყოთ ამ ბავშვების სიცოცხლის უფლება და უნდა ავკრძალოთ აბორტი და ამის შემდეგ დავიწყოთ საუბარი ბავშვთა უფლებებზე და მათ მოვალეობებზე, რადგან სიცოცხლე არის ადამიანის სხვა ღირებულებების განმსაზღვრელი“, – განაცხადა ერქვანიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close