მთავარი»საზოგადოება»„ყაზტრანსგაზი“ ჭილაძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

„ყაზტრანსგაზი“ ჭილაძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

7
გაზიარებები
Pinterest Google+

 

საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.ამის შესახებ „ყაზტრანსგაზის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში. .

 

წინა პოსტი

აფეთქება საცხოვრებელ სახლში - დაშავებულია სამი ადამიანი

შემდეგი პოსტი

„31 მაისს მთელი საქართველო დილით ადრე დგებოდა ..“