მთავარი»საზოგადოება»ქართული პოლიცია უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე – სანიკიძე პოლიციას მხარდაჭერას უცხადებს

ქართული პოლიცია უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე – სანიკიძე პოლიციას მხარდაჭერას უცხადებს

6
გაზიარებები
Pinterest Google+

„გარედან რომ გვიფათურებენ ხელს, ხომ ვხედავთ, აქ, რომ ფასეულობათა დაპირისპირებაზე უფრო წინ სინამდვილეში არის პოლიტიკური საკითხები, ხომ ვატყობთ. სადამდე უნდა ვიყოთ ამ საბავშვო აზროვნების დონეზე, სადამდე უნდა გვჭირდეს ეს საყმაწვილო სენი, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს. ველას მოვუწოდებ წესიერად მოვიქცეთ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ნიკა გვარამიას პოზიციასთან ჩემი პოზიცია დაახლოებულია. მე არ ვარ ამ ხელისუფლების მომხრე და მისი კრიტიკოსი ვარ, მაგრამ დღეს ქართული პოლიცია უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და დღეიდან უპირობოდ, მე პირადად, მხარდაჭერას ვუცხადებ. იყავით პოლიციელებო, ღირსეულები, დაიცავით კონსტიტუცია და დაიცავით სამართალი,“ – განაცხადა სანიკიძემ გადაცემაში “არჩევანი”  ყოფნისას.
აქვე გთავაზობთ გვარამიას მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს:

“თბილისი პრაიდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაინც ჩაატაროს საჯარო მსვლელობა. მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო:
1. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობის გულშემატკივრის პოზიციიდან, ამ გადაწყვეტილების ტაქტიკურ სისწორეში საფუძვლიანი ეჭვი მეპარება, აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებ გადაწყვეტილებას და აღვუთქვავ სრულ თანადგომას. ძალიან მინდა, რომ ჩემი ეჭვები და შიშები არ გამართლდეს და ჩემი ოპონენტები აღმოჩნდნენ მართლები.
2. მივმართავ ხელისუფლებას, რომელიც აქამდე სრულ უსუსურობას ასხივებს: გადაწყვეტილება მიღებულია, იგი სრულიად ლეგიტიმურია და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს აქციის შეუფერხებელი და მშვიდობიანი ჩატარება;
3. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს,  იმუშავეთ კოორდინირებულად, მათ შორის მედიასთან. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი თანამონაწილეობის ფორმით;
4. მიუხედავად ჩემი და რ2ის ყველასთვის ცნობილი უმწვავესად კრიტიკული პოზიციისა არსებული რეჟიმის მიმართ, ვაცხადებ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ ხელისუფლებას და ძალიან არ გვინდა, რომ ის ვერ გაუმკლავდეს დასმულ ამოცანას. მიუხედავად ჩემი სკეფსისისა ხელისუფლების შესაძლებლობების თაობაზე, და ღიად ვიტყვი, ამ ვითარების ესკალაციის უმძიმესი შიშისა, გულმხურვალედ ვგულშემატკივრობთ ხელისუფლებას და მზად ვართ ნებისმიერი ტიპის და ხარისხის ჩართულობისთვის.
5. დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იმგვარად განვითარდა, რომ უკვე ეხება არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის უფლებებს, არამედ ქართული სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებს. მე ვგულშემატკივრობ ქართულ სახელმწიფოს, არ დავმალავ, უკიდურესად ვღელავ, მაგრამ მზად ვარ ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ისე და იმგვარად, როგორც საჭირო იქნება.”

 

წინა პოსტი

მთავრობის ადმინისტრაციასთან რაც მოხდა, "პრაიდის" კვირეულშიც განმეორდება

შემდეგი პოსტი

სად სცალიათ მათ კვირეები დაუთმონ პარადებზე დისკუსიებს, როცა ხალხი ჰყავთ საზრუნავი